вторник, 6 сентября 2011 г.

პროექტის სახელწოდება: წელიწადის დროები

1. პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა მოახდინონ ბუნებასა და ადამიანებზე დაკვირვება წელიწადის დროების მიხედვით; მოიძიონ წელიწადის დროებზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურა; თავადვე შექმნან სხვადასხვა სახის ნამუშევრები შთაბეჭდილებების მიხედვით.
2. პროექტის აქტუალობა:  ბავშვებმა შეძლონ დროების გარჩევა ბუნებრივი მოვლენების მიხედვით და შეხვდნენ შესაბამისად მომზადებულნი.
3.  მოსწავლეებს განვუვითაროთ დაკვირვების, ძიების, სოციუმთან ურთიერთობის უნარები,მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რელიზება სახელოვნებო და მხატვრულ შემოქმედებაში,განუმტკიცდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის და სხვების მოსმენის უნარები.  
4.  მოსწავლეთა ასაკი: მესამე კლასი, 8 წლის.
5.  ვადები\ხანგრძლივობა: 9 თვე.
6.  მოსალოდნელი შედეგები: მოეწყობა შემეცნებით–გასართობი ღონისძიებები დროების მიხედვით და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
7.  საჭირო რესურსები:  სასკოლო სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები,პლასტელინი, სხვადასხვა ბუნებრივი მასალები, თეატრალური კოსტიუმები, კომპიუტერი და პროექტორი, ბარათები ჯგუფებისთვის,ფორმატები
8.  პროექტის მსვლელობა (აქტივობები):
ა) კლასს გავყოფ 4 ჯგუფად შემდეგი წესით: ლოგო–ბარათებს გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ნახატებით გავანაწილებ მაგიდებზე,შესაბამის ნახატებიან ბარათებს აიღებენ მოსწავლეები და მივლენ შესაბამის ლოგოსთან.
ბ)  გავესაუბრები წელიწადის დროებზე. დავსვავ კითხვას,რომელი დროა ყველაზე მოსაწონი და კარგი? რაც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.
გ)  ვუჩვენებ სლაიდ–შოუს წელიწადის დროების მიხედვით;
დ)  გავაცნობ დავალების შინაარსს და მუშაობის წესებს.
დავალება 1– კლასის ყველა მოსწავლე მოიძიებს ზაფხულის შესახებ ინფორმაციას, ეს იქნება საკუთარი თვალით დანახული ზაფხული, ზაფხულზე შექმნილი ლექსები, მოთხრობები, სიმღერები,უფროსებისგან მოყოლილი რაიმე ამბავი ან თქმულება,  როგორია ადამიანების ქცევები თუ საქმიანობა ზაფხულში და ა.შ.
ე)  მოვაწყობ ლაშქრობას ბუნებაზე დაკვირვების მიზნით;
.დავალება 2–  შექმნან ნამუშევრები სხვადასხვა მასალებით: ნახატები,აპლიკაციები, კოლაჟები,კომპოზიციები და სხვ.
ვ)  ყველა მოძიებული მასალა და ნამუშევარი გადაეცემა ჯგუფს, რომელიც არის "ზაფხული".
ზ)დავალება ჯგუფ "ზაფხულს":  ეს მასალები დაახარისხონ, მოსწავლეთა ხელით შექმნილი  ნამუშევრები მოამზადონ გამოფენისთვის, მოძიებული მასალების გამოყენებით მოამზადონ ღონისძიების პროექტი, გაუნაწილონ ბავშვებს როლებთან ერთად;
თ)  მოამზადონ მოსაწვევი ბარათები თანატოლებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის; დაამზადონ აფიშა.
ანალოგიურად გაკეთდება მსვლელობა ყველა დროზე სეზონთან კავშირში;  
9.  საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: ბუნება:საფუძველი ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას, დაიწყოს გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირება და მისი კვლევა;  ქართული ენა: განვუვითაროთ მოსწავლეებს ძირითადი სამეტყველო უნარები(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;  ხელოვნება;მოსწავლე ჩაებას შემოქმედებით და საინტერპრაციო საქმიანობაში და ამ გზით მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარი განუვითარდეს.
10.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  თამილა შუკაკიძე
11.  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  shukakidzetamila@gmail.com
12.  პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი:  http://tamilashukakidze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий